
ჩვენ შესახებ
ქართული ხალხური მუსიკის სწავლება და ინსტრუმენტები.
ჩვენი მიზანია ფანდურზე დაკვრის ტრადიციის გაცოცხლება და გადაცემა.
ვატარებთ როგორც ჯგუფურ ასევე ინდივიდუალურ გაკვეთილებს დამწყებთათვის და მათთვის, ვისაც უკვე აქვს გამოცდილება. გარდა ამისა, ვთავაზობთ ხელნაკეთ ფანდურებს, რომლებიც შექმნილია ტრადიციული მეთოდებით.

ჩემ შესახებ
მუსიკა ჩემი განათლებისა და გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია. დავამთავრე სალოტბარო სკოლა, სადაც შევისწავლე ქართული ხალხური სიმღერა, გალობა და ქართული ხალხური საკრავები. სწავლის პერიოდში მონაწილეობას ვიღებდი გასვლით კონცერტებსა და ფესტივალებში, რამაც საშუალება მომცა, უკეთ გამეცნო და შემეგრძნო ქართული მუსიკალური კულტურა.
ასევე დავამთავრე სამუსიკო სკოლის სრული, 10-წლიანი კურსი ფორტეპიანოს მიმართულებით. სწავლის განმავლობაში მონაწილეობას ვიღებდი მუსიკალურ კონკურსებსა და კონცერტებში, რამაც ხელი შეუწყო ჩემი მუსიკალური ცოდნისა და გამოცდილების განვითარებას.
დღეს მსურს, მიღებული ცოდნა და სიყვარული მუსიკის მიმართ ბავშვებს გავუზიარო და მათ ფანდურზე დაკვრის შესწავლაში დავეხმარო. ვასწავლი 8–15 წლის ბავშვებს სამოყვარულო დონეზე, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებში.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
სალოტბარო სკოლაში შევისწავლე ქართული სიმღერა, გალობა და ხალხური საკრავები, რამაც ქართული ფოლკლორისადმი სიყვარული გამიღრმავა.

საჩხერის დ.თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა
დავამთავრე სამუსიკო სკოლის 10-წლიანი კურსი ფორტეპიანოს მიმართულებით. სწავლის პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი კონცერტებსა და კონკურსებში.

.

.

.

.

.
გინდა შემოგვიერთდე?
ნახე მიმდინარე ჯგუფები ან მოგვწერე — გიპასუხებთ უმოკლეს დროში.
